ფეხბურთი

22:50 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია შვედეთთან მარცხდება

მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის ბოლო მატჩში შვედეთის ეროვნული ნაკრები გერმანიას პირველი ტაიმის შემდეგ ამარცხებს (1:0). იმ შემთხვევაში თუ შეხვედრა სკანდინავიელთა გამარჯვებით დასრულდა, შვედეთი მერვედფინალში გავა, გერმანია კი ჯგუფში ჩარჩება.

45 წუთის განმავლობაში სრულ უპირატესობას გერმანია ფლობდა და შექმნა კიდევაც რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა მეტოქემ თავისი შანსი 32-ე წუთზე გამოიყენა, როდესაც ვიქტორ კლაესონმა ოლა ტოივონენს საჯარიმოში გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი მიიღო და ნოიერს თავზე გადაუგდო.

0.116982