გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ბაიერნის" მცველმა ჟერომ ბიატენგმა შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კლუბი შეიცვალოს. როგორც Bild-ი იუწყება, ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი" და "პარი სენ ჟერმენი" არიან დაინტერესებულები.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყეს თუ არა კლუბებმა მოლაპარაკებები, თუმცა გერმანულმა გამოცემამ რამდენიმე დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბოატენგს მიუნხენური გუნდის დატოვება სურს.
ბოატენგს "მანჩესტერ სიტი" კარგად ახსოვს, რადგან 2010/11 წლების სეზონში აღნიშნულ გუნდში თამაშობდა და მხოლოდ 24 მატჩი მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ კი "ბაიერნის" ღირსებას იცავს. "ქალაქელებს" ამჟამად პეპ გვარდიოლა წვრთნის, რომელიც ჟერომთან ერთად გერმანულ გრანდში მუშაობდა. სწორედ ესპანელს სურს მცველის დამატება, რომელმაც გასულ სეზონში 31 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.