მექსიკის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შეხვედრაში სამხრეთ კორეა 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურთან ერთ ნაბიჯშია. სამხრეთ კორეის ნაკრებს კი პრესტიჟის შეხვედრა ელის და სამშობლოში დაბრუნდება.
ვერ ვიტყვით, რომ მექსიკამ აშკარად დაჯაბნა სამხრეთ კორეა, რადგან აზიელებსაც ჰქონდათ მომენტები და შეეძლოთ ქულა მოეპოვებინათ. პირველმა ტაიმმა კი კორეას საქმე გაურთულა. 24-ე წუთზე ანდრეს გუარდადომ საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, თუმცა ჩან ჰიუნ სუს ხელზე მოხვდა ბურთი და პენატი დაინიშნა, კარლოს ველამ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. აღნიშნული გოლიდან ერთ წუთში ველამ საჯარიმოსთან მდგარ მიგელ ლაიუნს გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი კარს ააცილა.
მეორე ნახევარი კორეამ კარგად დაიწყო, საჯარიმოში ჩან ჰიუნ სუმ მიიღო ბურთი და მის დარტყმულს მექსიკელი გადაეღობა, მართალი აზიელები მსაჯს უმტკიცებდნენ, რომ მეტოქე გუნდის მოთამაშემ ხელით ითამაშა, თუმცა განმეორებაზეც გამოჩნდა, რომ პენალტი არ იყო. 59-ე წუთზე გუარდადოს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მარცხენა დაბალ კუთხეში დაურტყა მეკარეს, თუმცა ჩო ჰიონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. მეორე გოლი კი კონტრშეტევას მოჰყვა, როდესაც 66-ე წუთზე ირვინგ ლოსანომ ხავიერ ერნანდესს მარცხენა ფლანგისკენ გადაცემა გაუკეთა, რომელმაც პაუზით მცველი ჩამოიტოვა და ზუსტად დაარტყა. მატჩის კომპენსირებულ დროში კი "ტოტენჰემის" შემტევმა სონ ჰინ მინმა შორიდან მოჭრილი დარტყმით პრესტიჟის გოლი გაიტანა.
ამრიგად, მექსიკა F ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და დღის ბოლო შეხვედრას დაელოდება, სადაც გერმანია შვედეთს შეხვდება. იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები სამ ქულა ვერ მოიპოვებენ, მექსიკა მერვედფინალის საგზურს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩით ადრე მიიღებს. შემდეგ მატჩს მექსიკა შვედეთთან გამართავს, ხოლო სამხრეთ კორეა გერმანიას დაუპირისპირდება.
სამხრეთ კორეა - მექსიკა 0:2 (0:1)
როსტოვი, "როსტოვ არენა"
სამხრეთ კორეა: ჩო ჰიონი, ლი იონი, ჩან ჰიუნ სუ, კიმ იუნ კვონი, კიმ მინ უ (ჰონ ჩოლი 84), მუნ სონ მინი (ჩონ უ იონი 77), ჩუ სე ჩონი (ლი სინ უ 64), კი სუნ იუნი, კვან ჰი ჩანი, სონ ჰინ მინი, ლი ჟე სონი
მთავარი მწვრთნელი: სინ ტხე-იონი
მექსიკა: ოჩოა, ალვარესი, სალსედო, მორენო, გალიარდო, ლაიუნი, ერერა, გუარდადო (მარკესი 68), ველა (დოს სანტოსი 77), ჩიჩარიტო, ლოსანო (კორონა 71)
მთავარი მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო
გოლი: 0:1 ველა (26 პენ), 0:2 ჩიჩარიტო (66), 1:2 სონ ჰინ მინი (90+3)
გაფრთხილება: კიმ იუნ კვონი (58), ლი იონი (63), ლი სინ უ (72), ჩონ უ იონი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 17(6) - 13(5): ბურთის ფლობა 42%-58%: კუთხურები: 7-5
მსაჯი: მილორად მაზიჩი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ხავიერ ერნანდესი