ფეხბურთი

19:49 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკა სამხრეთ კორეას ამარცხებს

მექსიკის ეროვნული ნაკრები სამხრეთ კორეას პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური ანგარიშით 1:0 ამარცხებს. როსტოვში მიმდინარე შეხვედრაში ერთადერთი გოლი კარლოს ველამ გაიტანა.

24-ე წუთზე ანდრეს გუარდადომ საჯარიმოში ჩაწოდება სცადა, თუმცა ჩან ჰიუნ სუს ხელზე მოხვდა ბურთი და პენატი დაინიშნა, კარლოს ველამ კი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. აღნიშნული გოლიდან ერთ წუთში ველამ საჯარიმოსთან მდგარ მიგელ ლაიუნს გადაცემა გაუკეთე, ამ უკანასკნელმა კი კარს ააცილა.

მიუხედავად მექსიკის უპირატესობისა, აზიელებსაც ჰქონდათ შანსი და გილერმო ოჩოას მოუწია საქმეში ჩართვა, თუმცა კორეელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს.

0.117967