ფეხბურთი

16:52 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - ბელგია ტუნისს ამარცხებს

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ბელგია ტუნისის ნაკრებს უპირისპირდება. პირველი ტაიმის შემდეგ რობერტო მარტინესის გუნდი იგებს - 3:1.

სამი გოლი მატჩის დასაწყისში გავიდა. ჯერ იყო და, ედენ აზარის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა აქცია გოლად. 10 წუთში ტუნისელთა შეცდომისა და ბელგიელთა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად, რომელუ ლუკაკუმ სხვაობა გაზარდა და თავისი მესამე გოლი გაიტანა აღნიშნულ ტურნირზე.

ტუნისი თამაშში მალევე დაბრუნდა. ვაჰბი ხაზრის ჯარიმის შემდეგ თავით ჩინებულად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა "გენტიდან" დილან ბრონმა - 2:1. ტაიმის ბოლო წუთზე კი, ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, როდესაც ტომას მუნიემ მეკარესთან პირისპირ დატოვა. სხვათა შორის, ლუკაკუ ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს გაუტოლდა (4-4 გოლი).

აღნიშნული შეხვედრის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.115156