საბილიარდო "მეტროპული” ამერიკულ პულში ჟურნალისტებს შორის ტურნირს მასპინძლობს. "მეტროპული 2018"-ის გათამაშება 21 ივნისს დაიწყო, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებით. მამაკაცთა კონკურენციაში 40-მდე ჟურნალისტი ჩაება და რვა ქვეჯგუფიდან ორ-ორმა საუკეთესომ მეთექვსმეტედფინალის საგზური მოიპოვა. ქალებში კი პირველობისთვის 6 მონაწილე იბრძვის. ტურნირის მთავარი მსაჯია ვეტერან მობილიარდე, მსოფლიოს პრიზიორი ენრიკო მაჩაიძე.
მეორე ეტაპის შეხვედრები 24 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება. ჩემპიონ-პრიზიორები კი "მეტროპულში” 30 ივნისს გამოვლინდებიან.
ჟურნალისტებს შორის საბილიარდო ტურნირი ბოლოს 2009 წელს გაიმართა და საერთო გუნდურ ჩათვლაში ყველას "მსოფლიო სპორტმა” აჯობა.