ფეხბურთი

15:34 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის აფრიკელი ბომბარდირები

ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელი აჰმედ მუსა პირველი აფრიკელია, რომელმაც ზედიზედ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე დუბლის შესრულება მოახერხა. 25 წლის ფეხბურთელმა ისლანდიის ნაკრებს ორჯერ გაუტანა და იგივე მოახერხა 2014 წელს, როდესაც არგენტინასთან შეასრულა დუბლი.

გარდა ამისა, მუსა ისლანდიელთა კარში გატანილი გოლებით მუნდიალზე ნიგერიის ყველა დროის საუთესო ბომბარდირი გახდა (4 გოლი).

უშუალოდ აფრიკელი მოთამაშეებიდან კი, მუსა მესამე ადგილზეა. მასზე მეტჯერ მუნდიალზე მხოლოდ განელ ასამოა გიანს – 6 გოლი (2006 წელს 1, 2010 წელს 3, 2014 წელს 2) და კამერუნელ როჟე მილას – 5 გოლი (1990 წელს 4, 1994 წელს 1) გაუტანიათ.

ამავდროულად როჟე მილა მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორია. 1994 წელს, 43 წლისა და 3 დღის ასაკში გაიტანა გოლი.

0.140548