ნიგერიის ნაკრების მეკარე ფრანსის უზოჰო მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა. აფრიკელი 1966 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა კიპერი გახდა, რომელმაც გოლი არ გაუშვა.
უზოჰომ ისლანდიასთან შეხვედრაში (2:0) საკუთარი კარი მშრალად 19 წლისა და 273 დღის ასაკში შეინახა.
ამის გაკეთება უფრო ახალგაზრდულ ასაკში შორეულ 1966 წელს, ჩრდილოეთ კორეელმა ლი ჩან-მიონგმა მოახერხა (19 წელი და 198 დღე).