შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთი 2:1 დაამარცხა, ხოლო გოლები გრანიტ ჯაკამ და შერდან შაქირიმ გაიტანეს. ორივე ფეხბურთელმა გოლი ემოციურად აღნიშნა, რაც გასაკვირი არც ყოფილა თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე.
თუმცა, საინტერესოა, რომ ჯაკამ და შაქირიმ ერთნაირად აღნიშნეს – ორივემ გოლი ალბანეთს მიუძღვნა.
ჯერ ჯაკამ, მერე შაქირიმ ხელებით ალბანეთის დროშის სიმბოლიკა გამოსახეს. აქვე გეტყვით, რომ ჯაკას ფესვები კოსოვოდან აქვს, ხოლო შაქირის მშობლები კოსოვოელი ალბანელები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრებმა სერბეთი 2:1 დაამარცხა და 1/8 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.