ფეხბურთი

18:03 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიამ კოსტა რიკა ბოლოში გატეხა

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "სელესაოს" კოსტა რიკის ნაკრების დასამარცხებლად გვარიანი ნერვიულობა და გარჯვა მოუწია.

კოსტა რიკელები თავს მთელი თამაშის განმავლობაშ კარგად იცავნდნენ. ამასთან კეილორ ნავასიც უშეცდომოდ მოქმედებდა და დროც ნელ-ნელა გადიოდა. მსაჯმა შეხვედრას 6 წუთი დაამატა და სწორედ ამ დროს გაიხსნა ანგარიში.

რობერტო ფირმინომ თავით გაბრიელ ჟესუსს თავით დაუგდო, რომელმაც ფილიპე კოუტინიოს დაუტოვა დასარტყმელად და "ბარსელონას" შემტევმა ახლო მანძილიდან გაიტანა. მეორე გოლი უკვე მეშვიდე დამატებულ წუთზე გავიდა.

ბრაზილიელთა კონტრშეტევას მოჰყვა მეორე გოლი - დუგლას კოშტამ ნეიმარი ცარიელი კარის წინ დატოვა და "სელესაოს" ლიდერმა მუნდიალზე პირადი ანგარიში გახსნა - 2:0. აღნიშნული შეხვედრის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.163939