ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ლუკა მოდრიჩი ლიონელ მესის თამაშს გამოეხმაურა. ბალკანელთა ლიდერის განცხადებით, მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ვერაფერს გახდება.
“მესი განსაკუთრებული ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფრის მარტო გაკეთება არ შეუძლია. ფეხბურთში დახმარებაც საჭიროა”, - თქვა მოდრიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრებმა არგენტინა 3:0 დაამარცხა და ჯგუფიდან გავიდა. “ალბისელესტეს” კი 1 ქულა აქვს, ხოლო ბოლო ტურში ნიგერიას დაუპირისპირდება.