ფეხბურთი

15:20 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

შიმე ვრსალიკო: "არგენტინელები ქალებივით ტიროდნენ"

ხორვატიის ნაკრების მარჯვენა მცველი შიმე ვრსალიკო არგენტინასთან (3:0) მოგებული მატჩის შემდეგ აცხადებს, რომ მეტოქე ფეხბურთელები გოგონებივით ტიროდნენ.

“მე ვნახე, რომ არგენტინელები დაეცნენ მინდორზე და გოგონებივით ტიროდნენ. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა. მათ მოუწევთ შემდეგ თამაშში უკეთ გარჯა, თუ ეს მოახერხეს. სამპაოლი? მან თქვა, რომ დომინირებდნენ და არ ვიცი, რომელ თამაშს უყურებდა”, - განაცხადა ვრსალიკომ.

შეგახსენებთ, რომ ხორვატიას 6 ქულა აქვს და ჯგუფიდან უკვე გავიდა, ხოლო არგენტინა 1 ქულით მესამე ადგილზეა და ჯგუფში ჩარჩება ემუქრება.

0.118734