ფეხბურთი

23:53 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ არგენტინა გაანადგურა

ხორვატიის ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინა 3:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 53-ე წუთზე ვილი კაბალიერო მცველის მისამართით გადაცემას აკეთებდა, თუმცა შეცდა და ბურთი ანტე რებიჩს მიუვიდა, რომელმაც კარში იოლად გადაგზავნა. მეორე გოლი მე-80 წუთზე ლუკა მოდრიჩმა გაიტანა. მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა საჯარიმოს გარედან ძლიერი, ზუსტი დარტყმით არგენტინის კარი აიღო. მატჩის მიერ კომპენსირებულ დროში კი კონტრშეტევის დროს კაბალიერომ ივან რაკიტიჩის დარტყმული ბურთი მოიგერია, თუმცა შემდეგ მატეო კოვაჩიჩს მიუვიდა და "რეალის" მოთამაშემ "ბარსელონას" ნახევარმცველს უპასა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

ამრიგად, ორი მატჩის შემდეგ ხორვატიამ 6 ქულა დააგროვა და ზლატკო დალიჩის გუნდი შემდეგ შეხვედრას ისლანდიასთან გამართავს. არგენტინას საქმე კი ძალიან გართულდა, რადგან სამხრეთამერიკელებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და შესაძლოა მერვედფინალში ვერც გავიდეს.

0.123559