ფეხბურთი

22:51 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა - ხორვატია: უგოლო პირველი ტაიმი

არგენტინის და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფის ცენტრალური მატჩი საინტერესედ მიმდინარეობს და ორივე გუნდს ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი.

ტაიმი ხორვატიამ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებზე ივან პერიშიჩს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, თუმცა არგენტინელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. 30-ე წუთზე კი ენცო პერესმა ცარიელ კარს ააცილა. აღნიშნული მომენტის შემდეგ მარიო მანჯუკიჩმა შიმე ვრსალკოს გადაცემის შემდეგ ახლო კუთხიდან თავური დარტმით ვილი კაბალიეროს კარი ვერ აიღო.

0.116326