ფეხბურთი

16:50 | 21.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - დანიამ და ავსტრალიამ გოლები გაცვალეს

მსოფლიოს ჩემპიონატის C ჯგუფში სტარტი აიღო მეორე ტურმა. ამ წუთებში სამარაში, დანიისა და ავსტრალიის ნაკრებები თამაშობენ. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში თანაბარია - 1:1.

სკანდინავიელებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მეშვიდე წუთზე დანიელთა კარგი კომბინაციის შედეგად დასარტყმელ პოზიციაში კრისტიან ერიკსენი დარჩა და გატანა მოახერხა. შემდგომ კი, ავსტრალიამ თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანა, რამაც შედეგი ტაიმის ბოლოს გამოიღო.

იურარი პოულსენმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და საქმეში ვიდერეფერი ჩაერთო. პენალტი ეჭვს არ იწვევდა და გოლი მილე იედინაკმა გაიტანა. სხვათა შორის, პირველ ტურში ასევე ვიდეორეფერის წყალობით, ავსტრალიამ თერთმეტმეტრიანი დაარტყა, ხოლო დანიის კარში დაინიშნა... აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.116757