არგენტინის ნაკრების ვარსკვლავ ლიონელ მესის შესახებ დედამისი, სელია კუჩიტინი საუბრობს. ქალბატონი სელიას განცხადებით, მისმა შვილმა ისლანდიასთან მატჩის შემდეგ იტირა და ყოველთვის ასეა, როდესაც აკრიტიკებენ.
ლეოს დედის თქმით, მესი პირველია მათ შორის, ვისაც გამარჯვება უნდა:
“ის პირველია, ვისაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება უნდა, ეს მისი ოცნებაა. ჩვენ ვისმენთ კრიტიკას და ამბობენ, რომ მესის ნაკრები არ აინტერესებს, მხოლოდ ვალდებულების გამო თამაშობს. თუმცა, ეს სიმართლე არაა. ვინც ვიცნობთ ლიონელს, ყველამ ვიცით, როგორ განიცდის, ტირის ყოველ ჯერზე, როდესაც აკრიტიკებენ”, - განაცხადა არგენტინელი ვარსკვლავის დედამ El Trece-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, ლიონემ მესის ბევრს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ დღემდე არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტული ვერ მოიგო. მიმდინარე მუნდიალის პირველ ტურში კი, ისლანდიასთან შეხვედრაში პენალტის გატანაც ვერ მოახერხა “ალბისელესტემ” კუნძულებების ძლევა ვერ შეძლო.