პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში მაროკოს ნაკრებს ამარცხებს. პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მინიმალურია - 1:0.
ეს ერთადერთი გოლი კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზეა, რომელმაც მე-4 წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. ეს კრიშტიანუს მეოთხე გოლია მიმდინარე მუნდიალზე.
უნდა ითქვას, რომ მაროკოს ნაკრები საკმაოდ კარგ ფეხბურთს აჩვენებს და რამდენჯერმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში აფრიკელებმა ვერ ივარგეს. საპასუხოდ კი, ევროპის მოქმედ ჩემპიონს ერთადერთი მომენტი ჰქონდა, როდესაც გონსალო გუედეშმა მეკარეს ვერ აჯობა. აღნიშნული მატჩის მეორე ტაიმი 10 წუთში დაიწყება.