ფეხბურთი

10:55 | 20.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარადონა: "არგენტინას იგუაინი სჭირდება"

დიეგო არმანდო მარადონა ხორხე სამპაოლის რჩევებს აძლევს და ცვლილებებისკენ მოუწოდებს. როგორც ფეხბურთის უგვირგვინო მეფემ განაცხადა, ხორვატიასთან შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გონსალო იგუაინი და კრისტიან პავონი უნდა იყვნენ.

“არგენტინამ უნდა აირჩიოს თავისი გზა, იმედი მაქვს, რომ სამპაოლი ცვლილებებს გააკეთებს. პავონი მომწონს, მაგრამ მჯერა, ცვლილება საჭიროა ნახევარდაცვაშიც.

ვფიქრობ, აგუერო მზად არაა 90 წუთის სათამაშოდ და თუ კუნი ისევ ძირითადში იქნება, ამას ვინანებთ. ახლა პავონის და იგუაინის დროა. საჭიროა ფორვარდი, რომელიც მაღალ ბურთებს მოიგებს. შეუძლებელია ყველა მაღალ ბურთს მოწინააღმდეგე იგებდეს”, - განაცხადა მარადონამ.

არგენტინის ნაკრები მეორე ტურში 21 ივნისს, ჯგუფის ლიდერ ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეიძლება ითქვას, “ალბისელესტესთვის” ეს მატჩი გადამწყვეტია.

0.117705