მოჰამედ სალაჰი დაბრუნდა, მაგრამ ეგვიპტის ნაკრებისთვის ეს საკმარისი არ გამოდგა. რუსეთმა მეტოქე დაჯაბნა და დამსახურებულად იმარჯვა - 3:1.
პირველი ტაიმის საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გოლები ოდენ მეორე ტაიმში გავიდა. ყველაფერი ეგვიპტელთა კაპიტნის ფათის ავტოგოლით დაიწყო, რასაც მალევე დენის ჩერიშევისა და არტიომ ძიუბას გოლები მოჰყვა. აქ ყველაფერი გარკვეული იყო. ბოლოსკენ ეგვიპტემ გაიბრძოლა, მომენტებიც ჰქონდა და გოლიც გაიტანა, თუმცა ეს ოდენ პრესტიჟის გოლი იყო.
მომო სალაჰმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად. ამრიგად, რუსეთის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 6 ქულა, ხოლო ეგვიპტეს - 0. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდი ოფიციალურად ჯერაც არაა პლეი-ოფის წევრი, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია და წინ ვეღარაფერი დაუდგება. აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.