ფეხბურთი

21:13 | 19.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი აფრიკული სამი ქულა

მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფის მეორე მატჩში პოლონეთი სენეგალთან 1:2 დამარცხდა. ჯგუფს სენეგალი და იაპონია 3-3 ქულით ლიდერობენ.

აფრიკის კონტინენტიდან მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში სენეგალი ერთადერთია ვინც შეხვედრა მოიგო.

პირველი ტაიმი პოლონეთმა ისე დაასრულა, რომ კარში ვერ დაარტყა. სენეგალელები უფრო აქტიურები იყვნენ და 38-ე წუთზე გეიემ დაარტყა ბურთი ჩიონეკს მოხვდა და აფრიკელები დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმშიც პირვლის მსგავსად დაიწყო, ოდნავი უპირატესობა სენეგალს ჰქონდა. მე-60 წუთს პოლონეთის დაცვის და მეკარის უყურადღებო თამაშით ნიანგმა ისარგებლა და თავისი გუნდი 2:0 დააწინაურა. ევოპელებმა პრესტიჟის გოლი 86-ე წუთზე გაიტანეს. კრიხოვიაკმა თავური დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა. ბოლო წუთებზე პოლონელებმა შტურმის მოწყობაც ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ პოლონეთა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, გუნდი კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ვერ ახერხებს და ბევრ ელემენტარულ შეცდომას უშვებს. რაც შეეხება სენეგალს, გუნდმა თავის შანსი გამოიყენა და აშკარაა, რომ აფრიკელები ფიზიკურად ძალიან კარგად არიან მომზადებულები.

პოლონეთი - სენეგალი 1:2 (0:1)

„ოტკრიტიე“ არენა - მოსკოვი

მაყურებელი: 44 190

პოლონეთი: შჩესნი, ჩიონეკი, პიშჩეკი (ბერეშინსკი 83), კრიჩკოვიაკი, პაზდანი, რიბუსი, ჟიელინსკი, ბლაშიკოვსკი (ბედნარეკი 46), ზიელინსკი, მილიკი (კოვნაცკი 73), გროსიცკი, ლევანდოვსკი

სენეგალი: ნდიაე, კულიბალი, ვაგე, ნ'დიაი (კუიატე 87), საბალი, სანე, დიუფი (ნდოიე 62), მანე, ისმაილა, ნიანგი (კონატე 76), განა

გოლები: 0:1 ჩიონეკი (37, ა.გ), 0:2 ნიანგი (60), 1:2 კრიხოვიაკი (86)

0.12037