საუდის არაბეთის ნაკრები კატასტროფას გადაურჩა. როგორც რუსული მედია იტყობინება, აზიელები სანქტ-პეტერბურგიდან როსტოვში მიფრინავნდნენ, როდესაც თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
საუდის არაბეთის ნაკრებს რუსული ავიაკომპანიის, Airbus A319-100 ლაინერი ემსახურებოდა. როგორც ცნობილი ხდება, ლაინერის ძრავას ცეცხლი ტექნიკური დაზიანების გამო გაუჩნდა.
საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და თვითმფრინავი როსტოვის აეროპორტში მშვიდობით დაეშვა. ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.