ფეხბურთი

23:59 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა მაინც გაიხარა

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. გარეთ საუთგეიტის გუნდმა ტუნის ძალიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, თუმცა საწადელს საბოლოოდ მაინც მიაღწია. გმირი ჰარი კეინი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა.

"ტოტენჰემის" ფორვარდმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმის ბოლოს აფრიკელებმა პენალტით გაქვითეს. აი, ამის მერე კი, ტუნისი თავს ძალიან კარგად იცავდა, ხოლო ინგლისელებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა მეორე ტაიმში ძალიან უჭირდათ. მიუხედავად ამისა, ბოლო წუთზე მაინც მოიგო. კეინმა ისევ გაიტანა და ინგლისის აქტივში 3 ქულაა.

აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

0.132285