ფეხბურთი

22:53 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი თამაშობს, მაგრამ ვერ იგებს

ინგლისისა და ტუნისის ნაკრებებს შორის პირველი ტაიმის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში თანაბარია - 1:1. არადა, გარეთ საუთგეიტის გუნდი უდიდეს უპირატესობას ფლობს და უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა. თუმცა, ოდენ ერთხელ იხეირა.

ჯონ სტოუნსის თავურს, რომელიც ტუნისელთა კიპერმა სასწაულებრივ მოიგერია, ჰარი კეინმა შედეგიანად დაამატა. საგულისხმოა, რომ საწყის 10 წუთში ჩინებულად ირჯებოდა ტუნისის მეკარე მუზ ჰასენი, რომელმაც ურთულესი სეივები შეასრულა, მაგრამ დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

აფრიკელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს, პენალტით, რომელიც ფერიანი სასიმ გაიტანა. "სამ ლომს" დარჩენილ 10 წუთში შეეძლო გაეტანა, თუმცა მომენტები ქარს გაატანეს.

0.125862