ფეხბურთი

22:35 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა კვირკველიას მოსკოვის ბინაში ცხედარი იპოვეს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის, სოლომონ კვირკველიას სახლში, მოსკოვში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს. როგორც ტელეგრამის არხი Mash-ი იტყობინება, ბინაში ქართველი ადამიანის ცხედარი იქნა ნაპოვნი, რომელიც რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე დასწრებას აპირებდა.

მას მოსკოვის აეროპორტში “ლოკომოტივის” წარმომადგენლებიც დახვდნენ. სიკვდილის მიზეზად კი, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა სახელდება.

ქართველი გულშემატკივრის გვამი (რომლის ვინაობას არ ვასახელებთ) მოგვიანებით მეზობელმა აღმოაჩინა. შემთხვევის ადგილზე, პოლიციამ იპოვა ნემსები და ამასთან, როგორც წყარო იტყობინება, იქვე იყო მისი მეგობარი, რომელმაც თავისი ბარგი შეაგროვა და ბინა დატოვა.

მომხდარის შესახებ კვირკველიას კვიპროსში შეატყობინეს, სადაც ამჟამად შეკრებაზე იმყოფება.

0.11317