ფეხბურთი

19:50 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია - პანამა: უგოლო პირველი ტაიმი

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაერთვნენ G ჯგუფის გუნდებიც. სოჭში, ბელგიისა და პანამის ნაკრებები თამაშობენ. მიუხედავად იმისა, რომ "წითელი ეშმაკები" აშკარა ფავორიტები არიან, დებიუტანტ პანამას პირველი ტაიმის შემდეგ ვერ ამარცხებს.

რობერტო მარტინესის გუნდი საგრძნობ უპირატესობას ფლობსა და გატანაც რამდნჯერმე შეეძლო. თუმცა, ხან მეკარემ ითამაშა კარგად და ხანაც, ბელგიელებმა მიზანი ვერ გაისწორეს. თავის არ უნდა დავუკარგოთ გარჯა პანამელებს, რომლებიც თავს ჩინებულად იცავენ. აღნიშნული შეხვედრის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.116805