ფეხბურთი

17:49 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: "ბუფონისთვის ნაკრების კარი ღიაა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ ისაუბრა. 53 წლის სპეციალისტის თქმით ლეგენდარული მეკარისთვის “სკუადრა აძურას” კარი კვლავ ღიაა.

“ჩვენს მეკარეებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ჯანლუიჯი დონარუმაც და პერინიც დიდი მეკარეები არიან, თუმცა მხედველობაში მაქვს, რომ ისინი ნაკლებად გამოცდილები არიან. გამომდიანარე აქიდან მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ნაკრების კარი ბუფონისთვის კვლავ ღიაა”, - განუცხადა მანჩინიმ Rai Uno-ს.

აქვე გეტყვით, რომ გასული სეზონის ბოლოს ჯიჯიმ ტურინის იუვენტუსი დატოვა და ფრანგულ “პარი სენ ჟერმენთან” 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.130296