მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის F ჯგუფში შვედეთი სამხრეთ კორეას უპირისპირდება. შესარჩევი ეტაპის ყველაზე ხმაურიანი სენსაციის ავტორი, პირველი ტაიმის შემდგომ მეტოქეს ვერ ამარცხებს და გუნდები 15 წუთიან შესვენებაზე უგოლო ფრით გავიდნენ.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, იან ანდერსონის გუნდი უპირატესობას ფლობს და მატჩის მე-20 წუთზე დაწინაურებაც შეეძლოთ, როდესაც მარკუს ბერგი ჯოსთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა სამხრეთ კორეელთა მეკარემ ძალზედ რთული ბურთის მოგერიება შეძლო.
შვედებს ტაიმის ბოლოსაც შეეძლოთ ანგარიშის გახსნა თუმცა ამ შემთხვევაშიც მეკარემ გადაარჩინა საკუთარი გუნდი. თამაში რამდენიმე წუთში განახლდება.