ფეხბურთი

22:50 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

HT - ბრაზილია და კოუტინიოს გასროლა

მსოფლიოს 2018 წლის მიმდინარე ჩემპიონატის E ჯგუფის ბინადარი ბრაზილიის ნაკრები ამ წუთებში შვეიცარიას უპირისპირდება. როსტოვში, პირველი ტაიმი ახლახან დასრულდა და "სელესაო" იგებს - 1:0.

ეს ერთადერთი გოლი ფილიპე კოუტინიომ ტაიმის შუაწელს შეაგდო. ბრაზილიელთა ლიდერმა მართლაც საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა: საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და მეტოქის კარის ცხრიანი დალაშქრა.

საერთოდაც, ტიტეს გუნდი თამაშს სრულად აკონტროლებს და საპასუხოდ, შვეიცარიას საგოლე მომენტიც არ შეუქმნია. აღნიშნული შეხვედრის მეორე ტაიმი დაახლოებით 10 წუთში დაიწყება.

0.106175