ფეხბურთი

22:12 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გალაღებული მექსიკა, დამძიმებული - გერმანია (+VIDEO)

გერმანიის ნაკრებმა 2002-2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრებში ჯამში 20 გოლი გაიტანა. 2002 წელს საუდის არაბეთი 8:0, 2006 წელს კოსტა რიკა 4:2, 2010 წელს ავსტრალია 4:0 და ოთხი წლის წინ პორტუგალია 4:0 დაამარცხა.

ეს ციფრები შემთხვევით არ მოგვიყვანია – “ბუნდესნაკრებმა”, მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა 2018 წლის ტურნირი მარცხით დაიწყო. ასეთი რამ მანშაფტს ისტორიაში მეორედ გადახდა თავს (პირველად 1982 წელს ალჟირთან). იოაჰიმ ლიოვის გუნდს მექსიკის ნაკრებთან ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ წააგო აბსოლუტურად დამსახურებულად!

მექსიკის ნაკრებმა კი მრისხანე მეტოქეს იდეალური ფეხბურთი დაუპირისპირა და პირველ ტაიმში დაჯაბნა კიდეც. ერთი სიამოვნება იყო ხუან კარლოს ოსორიოს გუნდის ყურება საწყის 45 წუთში. მექსიკა განსაკუთრებით სახიფათოდ კონტრშეტევებზე მოქმედებდა და ფაქტობრივად შანსს ხელიდან არ უშვებდა – როდესაც იყო შესაძლებლობა სწრაფად, ხარისხიანად მიექანებოდა მანუელ ნოიერის კარისკენ. სწორედ ასეთმა გარჯამ გამოიღო შედეგი.

35-ე წუთზე, სამი ხედირას ბურთი მექსიკელთა ნახევარზე დაატოვებინეს, რასაც სწრაფი და ძალიან მაგარი კონტრშეტევა მოჰყვა. ბურთი ირვინგ ლოსანომ მიიღო და იქამდეც ძალზე აქტიურმა, დიდებულად ითამაშა და ნოიერს თავისავე კუთხეში შანსი არ დაუტოვა. პირველი ტაიმი დასრულდა და მექსიკამ დამსახურებულად გავიდა შესვნებაზე დაწინაურებული. თუ ოსოროს ბიჭები დაუღალავად და ლაღად მოქმედებდნენ, გერმანიის ნაკრებს არაფერი გამოსდიოდა. ლიოვის გუნდს ყველა რგოლში პრობლემა ჰქონდა – დაცვაც ხშირად ვარდებოდა, სყრდენი ზონა დროულად ვერ აზღვევდა და შემტევები ვერ კომბინირებდნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ გერმანელთა საუკეთესო შანსი პირველ ტაიმში სტანდარტს მოჰყვა, როდესაც ტონი კროოსის გასროლა ხარიხის დახმარებით გილერმო ოჩოამ შეაჩერა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი ოდნავ შეიცვალა. საქმე ისაა, რომ მექსიკა ისევ კონტრშეტევებზე მოქმედებდა, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც პირველ ნახევარში. გერმანია კი სცდილობდა წეზოლა გაეზარდა. ეს დიდად “ბუნდესნაკრებს” არ გამოსვლია. ყველაზე რეალური მომენტი მატჩის ბოლოს იულიან ბრანდტს ჰქონდა, როდესაც შორდან გაისორლა და ძელს მოხვდა ბურთი. თუმცა, ჩვენ ხომ გერმანიის ნაკრებზე ვსაუბრობთ და ეს ამ გუნდისთვის ზღვაში წვეთია.

დღეს ვიხილეთ ორი გუნდი: ძალიან მწყობრი, მოტივირებული, სწრაფი მექსიკა და დამძიმებული, გამოფიტული და თითქოს უმოტივაციო გერმანია. ეს ოდენ ერთი თამაშის შთაბეჭდილებებია, ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო ტურში.

ერთი საინტერესო სტატისტიკა – უკვე ზედიზედ მესამედ მოხდა, რომ მოქმედმა ჩემპიონმა სასტარტო თამაში ვერ მოიგო: 2010 წელს, იტალია პარაგვაისთან დაზავდა (1:1), ხოლო 2014 წელს ესპანეთი ჰოლანდიასთან განადგურდა (1:5). აღსანიშნავია, რომ წინა ორ ჯერზე, იტალიაც და ესპანეთიც ჯგუფში ჩარჩნენ...

გერმანია – მექსიკა 0:1 (0:1) VIDEO

მოსკოვი, “ლუჟნიკი”

მაყურებელი: 78 011

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი; კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, პლატენჰარდტი (გომესი 79); კროოსი, ხედირა (როისი 60); მიულერი, იოზილი, დრაქსლერი; ვერნერი (ბრანდტი 86)

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა; სალსედო, აიალა, მორენო, გალიადო; ერერა, გუარდადო (მარკესი 74); ლაიუნი, ველა (ალვარესი 58), ლოსანო (ხიმენესი 66); ჩიჩარიტო

მწვრთნელი: ხუან კარლოს ოსორიო

გოლი: 0:1 ლოსანო (35)

გაფრთხილება: მიულერი (83), ჰუმელსი (84) – მორენო (40), ერერა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (9) – 12 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ირვინგ ლოსანო (მექსიკა)

0.200844