ფეხბურთი

18:48 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლაროვის სამქულიანი გასროლა

სერბეთმა კოსტა რიკა 1:0 დაამარცხა. მატჩი გადამწყვეტი 56-ე წუთი გამოდგა. ალექსანდრ კოლაროვმა საჯარიმო დარტყმა უზადოდ შეასრულა, კეილორ ნავასი გადახტა, მაგრამ დარტმა უბადლო იყო.

კოსტა რიკას მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. რამირესის შეგირდებმა მატჩში რეალური საგოლე მომენტი ვერ შექმნეს. ვერც ბოლო წუთებზე ვერ მოახერხეს მასირებული შეტევების განხორციელება.

სერბებს ჰქონდათ მრავალი მომენტი, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში მიტროვიჩი ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა და მომენტის რეალიზებას ვერ ახდენდა. შედეგი მაინც ლოგიკური და სამართლიანია. მაგრამ კოლაროვს, რომ ეს შედევრი გოლი არ გაეტანა არავინ იცის რა ანგარიშით დასრულდებოდა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ, რა თქმა უნდა, ალექსანდრ კოლაროვი დაასახელეს.

E ჯგუფს სამი ქულით სერბეთი ლიდერობს. ჯგუფის მეორე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. ერთმანეთს გერმანია და მექსიკა დაუპირისპირდებიან.

სერბეთი – კოსტა რიკა 1:0 (0:0)

სამარა, „კოსმოს არენა“

მაყურებელი: 41 432

სერბეთი (5-3-2): სტოიკოვიჩი, ტოსიჩი, ივანოვიჩი, კოლაროვი, მილენკოვიჩი, მილიოიევიჩი, მატიჩი, ტადიჩი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლიაიჩი, მიტროვიჩი

მწვრთნელი: ოსკარ რამირესი

კოსტა რიკა (4-3-3): ნავასი, აკოსტა, გონსალესი, დუარტე, კალვო, გამბოა, გუზმანი (კოლინდერსი 73), ბორხესი, რუისი, ვენეგასი (ბოლანოსი 60), ურენა (კემბელი 66).

მწვრთნელი: მლადენ კრსტაჯიჩი

გოლი: ალექსანდრ კოლაროვი 1:0 (56)

0.114292