ჩოგბურთი

17:35 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა შტუტგარტის ტურნირი პირველად მოიგო

დიდი სლემის 20-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი კარიერაში პირველად შტუტგარტის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფინალში ფედერერმა კანადელი მილოშ რაონიჩი 6:4, 7:6 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში როჯერმა 1:1-ზე ბრეიკი შეასრულა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მეორე პარტიაში ჩოგბურთელები ტაი-ბრეიკზე მივიდნენ, სადაც შვეიცარიელი უკეთესი აღმოჩნდა და 7:3 იმარჯვა.

როჯერმა, ერთეულთა თანრიგში, კარიერაში 98-ე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით შვეიცარიელი მხოლოდ ჯიმი კონორსს ჩამორჩება, რომელსაც 109 ტიტულ იაქვს მოპოვებული.

0.192177