იტალიის სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში "ფროზინონემ" შინ "პალერმო" 2:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში სერია A-ში იასპარეზებს. პირველი შეხვედრა აღნიშნულ გუნდებს შორის სიცილიელებმა 2:1 მოიგეს.
მასპინძელთაგან გოლები რაფაელ მაიელომ და კამილო ჩანომ გაიტანეს. 63-ე წუთზე სტუმრების მგომარეობა უფრო დამძიმდა, რადგან წითელი ბარათის გამო ათი კაცით დარჩნენ.
"ფროზინონე" პირველად იტალიის უმაღლეს დივიზიონში 2015 წელს გადავიდა და 2016 წელს ქვედა ლიგაში დაქვეითდა. აღნიშნული გუნდის გარდა წელს სერია A-ს საგზური "ემპოლიმ" და "პარმამ" მოიპოვეს.