ფეხბურთი

12:18 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კომპანი ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ორ მატჩში ვერ დაეხმარება

ბელგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ვენსან კომპანი მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრას პანამის და ტუნისის ეროვნულ გუნდებთან ტრავმის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

კომპანიმ ფეხის ტრავმა 2 ივნისს პორტუგალიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და დღემდე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ესპანელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ აღდგენითი პროცესი კარგად წარიმართება, ვენსანი მესამე შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ბელგიელებს ასევე ტრავმირებული ჰყავთ ტომას ვერმალენი.

მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ბელგია 18 ივნისს სოჭში პანამასთან გამართავს. 23 ივნისს ევროპელები მოსკოვში ტუნისს დაუპირისპირდებიან, ხოლო 28 ივნისს კალინინგრადში - ინგლისის ეროვნულ გუნდს.

0.130552