ფეხბურთი

2:17 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტაქსმა რვა ადამიანი დააზიანა - ტერორისტული აქტი მოსკოვში (+VIDEO)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ინცინდენტი მოხდა. როგორც სააგენტო TASS-ი იტყობინება, მოსკოვის ცენტრში ტაქსი ტროუტარზე შევარდა, რის შემდგომაც რვა ადამიანი დაშავდა.

მათ შორის, შვიდის ჯანმრთელობის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, ხოლო ერთ ადამიანს ზომიერი სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება.

დაშავებულთა შორის, ორი მექსიკის მოქალაქე აღმოჩნდა. ტაქსის მძღოლი დაკავებულია, თუმცა ჯერჯერობით დაუდგენელია, რამ გამოიწვია ინცინდენტი.

განიხილება ტერორისტული აქტის ვერსიაც, თუმცა მეორეს მხრივ ამბობენ, რომ მძღოლი, რომელიც უზბეკეთის მოქალაქეა და ტაქსის კომპანია Checkpoint-ისთვის მუშაობდა, საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

0.12057