საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. დიდიე დეშამის გუნდმა ყაზანში, ავსტრალიის ნაკრები ძალზე მძიმე ბრძოლაში, მაგრამ მაინც დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარი გამოდგა შედეგიანი. ანტუან გრიზმანის პენალტი მალევე მილე იედინაკმა პენალტითვე გაქვითა. “მამლებს” ორგანიზებულად თამაში ძალიან უჭირდათ და თითქოს ყველაფერი ლოგიკური ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ 81-ე წუთზე ოლივიე ჟირუსა და პოლ პოგბას ჩინებული კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
საფრანგეთმა 2:1 მოიგო და პირველი სამი ქულა მიითვალა. აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხვილას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.