ფეხბურთი

14:38 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

აზიზ ბუჰადუზი: "იდიოტი ვარ"

მაროკოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა აზიზ ბუჰადუზმა ირანთან ავტოგოლი გაიტანა, რომელმაც თამაშის ბედი გადაწყვიტა – (0:1). მატჩის შემდგომ შემტევმა ფეხბურთელმა საკუთარ თავს იდიოტი უწოდა.

“მე ვარ იდიოტი! მრავალი წელია ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი საშინელი დღე არ მახსენდება. იმედია გუნდი გაძლიერდება და ბრძოლას გააგრძელებს”, - აღნიშნა მაროკოელმა.

შეგახსენებთ, რომ “ლომები” 20 ივნისს პორტუგალიას, 25 ივნისს კი ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

0.112625