ფეხბურთი

15:36 | 15.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო ბიელსამ "ლიდსი" ჩაიბარა

არგენტინელი მარსელო ბიელსა ინგლისის ჩემპიონშიფში დასაქმდა. 62 წლის სპეციალისტი ამიერიდან “ლიდს იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელად იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია ალბიონური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

“როდესაც ისეთი ისტორიული გუნდი გიწვევს, როგორიც “ლიდსია”, შეუძლებელია წინადადების უარყოფა”, - თქვა ბიელსამ.

მარსელო ბოლოს ფრანგულ “ლილში” მუშაობდა, იქამდე კი “ნიუელს ოლდ ბოიზს”, “ატლასს”, “ამერიკას”, “ველეჟს”, “ესპანიოლს”, არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს, “ბილბაოს”, “მარსელსა” და “ლაციოს” ავარჯიშებდა.

0.119548