ფეხბურთი

20:35 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაშია: "ვიტესი" არის და დარჩება ჩემ გულში"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ "ვიტესის" ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რთული აღმოჩნდა. ჰოლანდიურმა კლუბმა გუნდის კაპიტნის ტრანსფერი "სან ხოსეში" ოფიციალურად დაადასტურა.

"კლუბში განსაკუთრებული წლები გავატარე. "ვიტესი" და არნემი ჩემთვის სახლივითაა. მიყვარს ეს კლუბი, გარემო და ხალხი. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ერთად მოვიგეთ პირველი ტურნირი და ევროტურნირის საგზური მიმდინარე წელს კიდევ მოვიპოვეთ. წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რთული აღმოჩნდა. ჩემ ოჯახთან ერთად განვიხილე, რომ შესაძლოა ესაა ბოლო შანსი ახალი თავგადასავლის, "ვიტესი" არის და დარჩემა ჩემ გულში. კლუბის წევრებს და მხარდამჭერებს მადლობა მინდა გადავუხადო. მადლობა აქ გატარებული რვა წლისთვის. წარმატებები "ვიტესს". - ციტირებს "ვიტესის" ოფიციალური ვებგვერდი გურამის სიტყვებს.

კაშია "ვიტესში" რვა წლის წინ თბილისის "დინამოდან" გადავიდა და გუნდთა ერთად ჰოლანდიის თასი მოიგო. ქართველმა ჰოლანდიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 293 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

0.119686