ფეხბურთი

17:55 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი სათამაშოდ მზადაა

ეგვიპტის ნაკრების ლიდერი მოჰამედ სალაჰი სათამაშოდ მზადაა. აღნიშნული ინფორმაცია, აფრიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა გააჟღერა.

როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა მედიას განუცხადა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სალაჰი ურუგვაისთან პირველივე ტურში ითამაშებს:

“სალაჰი კარგადაა, ძალიან სწრაფად გამოჯანმრთელდა. ვნახოთ, რა მოხდება დღეს, მაგრამ შემიძლია თითქმის დაგარწმუნოთ, რომ 100%-ით მოედანზე იქნება”, - თქვა კუპერმა.

შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰმა მხრის ტრავმა 26 მაისს მიიღო და მუნდიალზე მისი თამაში საეჭვო იყო. თუმცა, ეგვიპტელმა ტრავმის მორჩენა მოასწრო.

0.134203