კალათბურთი

1:11 | 14.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია და "ბასკონია" "რეალთან" ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ!

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერია მადრიდში დაიწყო, სადაც თორნიკე შენგელიას “სასკი ბასკონიამ” “რეალი” დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა – 1:0.

შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გაირკვა. პირველი ტაიმი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა და ამიტომაც იყო, რომ გუნდები დიდ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. აი, მესამე პერიოდში კი, ვიტორიელებმა იძალეს და დიდწილად სწორედ ხსენებულ ათწუთეულში მოპოვებულმა უპირატესობამ განაპირობა მათი გამარჯვება. დასკვნითი მეოთხედის წინ ბასკები 9 ქულით იგებდნენ და ბუნებრივია უპირატესობის განიავება არ სურდათ. თავის მხრივ წაგება არც “სამეფო კლუბს” სურდა და ამიტომაც ჩინებული თამაში გაჩაღდა. საბოლოოდ, ვიტორიელებმა საწადელს მიაღწიეს და საბოლოოდ 94:90 იმარჯვეს.

სასიხარულოა, რომ აღნიშნულ წარმატებაში თავისი წონადი წვლილი დაიდო თორნიკე შენგელიამ, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 30:07 წუთიც გაატარა. თორნიკე საკუთარ გუნდს 12 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი პასითა და 1 ჩაჭრით შეეწია. საგულისხმოა, რომ შეხვედრის გადამწყვეტ მომენტში “თოკომოტივმა” უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა “ბასკონიას”.

ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტმა 15 შეადგინა.

სერიის მეორე მატჩი 16 ივნისს, ისევ მადრიდში გაიმართება.

“რეალი” – “ბასკონია” 90:94 (17:19, 22:20, 19:28, 32:27)

0.122467