ფეხბურთი

18:04 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი ახალწვეული

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარმა ბათუმის “დინამომ” ბრაზილიელი ლეგიონერი გაბრიელ რამოსი დაიმატა.

როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ნახევარმცველმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სამხრეთ ამერიკელი “დინამოს” ღირსებას 80-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

რამოსი აქამდე სამშობლოში, “ბაიასა” და “კუიაბას” ღირსებას იცავდა.

0.114989