ფეხბურთი

13:10 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის დაწყებამდე 1 დღით ადრე: ესპანეთი შესაძლოა უმწვრთნელოდ დარჩეს

ხულენ ლოპეტეგი შესაძლოა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დღეს დაითხოვონ. სენსაციურ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Marca ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლოპეტეგის “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებით აღაშფოთებულია და შესაძლოა, უკიდურეს ზომას მიმართოს.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხანში სპეციალური პრესკონფერენციაა ჩანიშნული, რომელიც ალბათ ყველაფერს ნათელს მოფენს. ესპანეთის ნაკრები კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ შეხვედრად 15 ივნისს, პორტუგალიასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, ხულენ ლოპეტეგიმ მადრიდის “რეალთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.111709