ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ინგლისის ქალაქ მანჩესტერის საერთაშორისო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში გავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე მარიამმა სამი შეხვედრა მოიგო, ჯერ ბრიტანელ ემილი ველი-სმიტს 2:6, 6:4, 7:5 აჯობა, შემდეგ - ალექსანდრა მუელერს 6:2, 6:0, - ალისია ბარნეტს 6:, 6:2.
ბოლქვაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 479-ე პოზიციაზეა, რეიტინგის 159-ე ნომერს ამერიკელ ჯეიმიე ლოებს შეხვდება. მატჩი 13 ივნისს თბილისის დროით 14:00 საათზე ჩანიშნული.
მანჩესტერის საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია.