ფეხბურთი

22:41 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი თევზაძე "ჟილინას" ფეხბურთელია

თბილისის “დინამოს” აწ უკვე ყოფილი მცველი გიორგი თევზაძე კარიერას სლოვაკეთში, “ჟილინას” რიგებში გააგრძელებს. როგორც სლოვაკური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველმა მცველმა 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

გიორგიმ რამდენიმე დღის წინ “დინამო” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და შესაბამისად, “ჟილინას” უფასოდ შეუერთდა.

“პირველი შთაბეჭდილებები პოზიტიურია, სტადიონი დიდია. მოტივირებული ვარ და მინდა, რომ ჩემი მაქსიმუმი, უნარი და ნიჭი ვაჩვენო. რა თქმა უნდა, თამაში მსურს და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი გავხდე. ერთი სული მაქვს, რომ გავიცნო თანაგუნდელები მწვრთნელები და კლუბის შიდა სამზარეულო. საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, გუნდშიც სლოვაკი მწვრთნელი მყავდა. ვიცი, რომ “ჟილინა” სლოვაკეთის საუკეთესო გუნდია და ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა.

მცველი ვარ, მაგრამ შეტევაში ჩართვა ყოველთვის მომწონს. ყოველთვის გამარჯვება მსურს და “ჟილინა” ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება”, - განაცხადა ქართველმა მცველმა.

გიორგი თევზაძე “დინამოში” 2015 წლიდან თამაშობდა 50 მატჩში 4 გოლი გაიტანა. იქამდე კი, “საბურთალოსა” და “სამტრედიას” ღირსებას იცავდა.

0.142537