"რეალის" მთავარი მწვრთნელი ესპანეთის ნაკრების თავკაცი, 51 წლის იულიან ლოპეტეგი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას "სამეფო კლუბის" ოფიციალური ბევგვერდი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ლოპეტეგი "რეალთან" სამწლიან კონტრაქტს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გააფორმებს.
ლოპეტეგი საფეხბურთო კარიერის დროს "რეალში" 1988-1991 წლებში ირიცხებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატარა. იულიანი "ბარსელონაში" 1994-1997 წლებში ასპარეზობდა, სადაც ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება როგორც მწვრთნელს, ესპანელი "რაიო ვალეკანოს" "რეალის" მეორე გუნდს, ესპანეთის სამ ასაკობრივ ნაკრებს და "პორტოს" წვრთნიდა. 2016 წლიდან კი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს უდგას სათავეში.