ფეხბურთი

17:23 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მოსკოვის ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს უახლოვდება. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” უკვე შეუთანხმდა 22 წლის ფეხბურთელს და ახლა ჯერი ცსკა-ს პასუხზეა.

მოსკოველები 25 მილიონ ევროს ითხოვენ, თუმცა ტურინელები 20 მილიონი ევროს გაღებას გეგმავენ და შესაძლოა, რუსული გუნდი დათმობაზე წავიდეს.

ალექსანდრ გოლოვინმა გასულ სეზონში 27 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ამჟამად ახალგაზრდა ნახევარმცველი რუსეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება.

4.165752