კალათბურთი

14:14 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია კარიერას ასრულებს?

საქართველოს საკალთბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას კარიერული მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ცხადი მხოლოდ ერთი ფაქტია – ზაზა “გოლდენ სტეიტ უორიორზში” არ დარჩება.

Clutchpoints.com-ის ინფორმაციით, ქართველ ცენტრს ორი არჩევანი აქვს: კარიერის დასრულება ან გაგრძელება, ოღონდ არა “გოლდენ სტეიტში”. ჯერჯერობით უნცობია, რას გადაწყვეტს ერონული საკალათბურთო ასოცაციის უკვე ორგზის ჩემპიონი:

“ეს არ იყო ადვილი, ბოლო დღემდე თამაში მსურდა. კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ცხოვრებაში დამეხმარა, ბევრი რამ მასწავლა. მწვრთნელობა? – მე ბევრჯერ მისაუბრია სტივ კერისთან, თუნდაც თამაშის დროს და ვიცი, რამდენად რთულია იყო გუნდის მწვრთნელი”, - ციტირებს ფაჩულიას სიტყვებს Nbcbayarea.

ზაზა ფაჩულიამ 2017 და 2018 წლებში ორჯერ მოიგო საჩემპიონო ბეჭედი. აწ დასრულებული სეზონის რეგულარუში ქართველმა ცენტრმა 69 მატჩი ითამაშა (აქედან 57 სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო) და საშუალოდ თამაშში, 14.1 წუთში, 5.4 ქულას, 4.7 მოხსნასა და 1.6 პასს აგროვებდა.

თუმცა, პლეი-ოფში ზაზას სათამაშო დრო მკვეთრად შეეზღუდა. მხოლოდ 6-ჯერ ჩაერთო თამაშში და პარკეტზე საშუალოდ ოდენ 3.7 წუთს ატარებდა.

შეგახსენებთ, ზაზას კარიერა NBA-ში 2003 წელს, “ორლანდო მეჯიქიდან” დაიწყო. მას მერე, ჩვენებურმა “მილუოკი ბაქსში”, “ატლანტა” ჰოუქსში”, “დალას მავერიქსსა” და “გოლდენ სტეიტ უორიორზში” ითამაშა.

0.126954