ფეხბურთი

13:45 | 12.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

იცით, თუ არა რომ... მუნდიალი და რეკორდები

ერთი დღეც... ერთი დღეც და მსოფლიოს 21-ე ჩემპიონატი დაიწყება. მოლოდინი რაღა თქმა უნდა, დიდია, რადგან ამ ტურნირისადმი ინტერესი ყოველთვის განსაკუთრებულია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს და რეკორდს, რომლებიც შესაძლოა, კარს მომდგარ მუნდიალზე დაემხოს.

3

გერმანიას შანსი აქვს გაიმეოროს იტალიისა (1934, 1938) და ბრაზილიის შედეგი (1958, 1962), ზედიზედ მეორედ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი.

16

მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზეა 16 გოლით. ამ რეკორდის დამხობის შანსი დამდეგ მუნდიალზე ტომას მიულერს ექნება, რომელსაც ამ ეტაპზე 10 გოლი აქვს გატანილი.

4

ოსკარ ტაბარესისთვის ეს იქნება მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი მთავარი მწვრთნელის რანგში. გამოცდილმა სპეციალისტმა ურუგვაი ფინალურ ეტაპზე 1990, 2010 და 2014 წლებში ათამაშა.

45

ეგვიპტის ნაკრების კაპიტანი ესამ ელ-ჰადარი 45 წლისაა. თუ ის მოედანზე გავა, გახდება მუნდიალის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი. ჯერჯერობით რეკორდი კოლუმბიელი კიპერის, ფარიდ მონდრაგონის საკუთრებაა, რომელმაც 2014 წელს, 43 წლის ასაკში ითამაშა ფინალურ ეტაპზე.

5

გერმანიის ნაკრებს შანსი აქვს მეხუთედ გახდეს მსოფლიოს ჩემპიონი და ამ შედეგით ბრაზილიას გაუტოლდეს. “ბუნდესნაკრების” მსგავსად 4 ჩემპიონის ტიტული აქვს იტალიას, მაგრამ “სკუადრა აძურა” ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა და შესაბამისად, ეს შანსი მხოლოდ გერმანელთა ხელთაა.

171

1998 და 2014 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის 64 შეხვედრაში 171 გოლი გავიდა (საშუალოდ 2.67) და ეს ყველა დროის რეკორდებია. დამდეგ მუნდიალზე შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.

5

გერმანელ ლოთარ მათეუსსა და მექსიკელ ანტონიო კარბახალს მსოფლიოს 5 ჩემპიონატზე აქვთ ნათამაშები. ასევე მექსიკელ რაფა მარკესს კი შანსი აქვს ეს მიღწევა გაიმეოროს. ამისთვის საჭიროა, რომ რაფა 1 წუთით მაინც გამოჩნდეს მოედანზე, რისი ალბათობაც ძალიან დიდია. ასევე 5 მუნდიალზეა ნამყოფი ჯანლუიჯი ბუფონი, თუმცა, 1998 წელს ის მხოლოდ განაცხადში იყო და არ უთამაშია.

13

მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ გათამაშებაში სარეკორდო რაოდენობის გოლები ჟიუსტ ფონტენის ანგარიშზეა. ფრანგმა 1958 წელს 13 გოლი გაიტანა შვედეთის მოედნებზე. ეს შედეგი დღემდე ხელუხლებელია.

0.131678