კალათბურთი

16:10 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოპოვიჩს ლებრონი “სან ანტონიოში” უნდა

“სან ანტონიოს” მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი ლებრონ ჯეიმსის გადაბირებას აპირებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, უშუალოდ პოპოვიჩი აწარმოებს ლებრონთან მოლაპარაკებებს და ურჩევს, რომ “სან ანტონიოში” გადავიდეს.

ლებრონ ჯეიმსს 1 ივლისს “კლივლენდთან” კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება. გავრცელებული ცნობით, “მეფე” კავალიერსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

0.11527