ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთის დედაქალაქე ბელგრადში გაიმართა. ზაზამ ფინალურ სპრინტში ყველას აჯობა და საუკეთესი (39.200 წამი) შედეგი აჩვენა. მეორე ადგილი რუსმა ნიჩბოსანმა ივან შტილმა დაიკავა (39.224). ბრინჯაოს მედალი ბელორუსელმა არცემ კოზირმა (39.468) მოიპოვა.
გუშინ ზაზამ ტურნირის შესარჩევ გაცურვაში შვიდ მონაწილეს აჯობა, საუკეთესო შედეგი (39.026) აჩვენა და ფინალური საგზური მოიპოვა.
ნადირაძემ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.